суббота, 20 декабря 2008 г.

ქალაქი თუ სოფელი?
პროეტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან ცხოვრების პირობებს როგორც სოფლად,ისე ქალაქად,რის შემდეგაც მოახდენენ ანალიზს,თუ სად უკეთესია ცხოვრება დღევანდელ პირობებში:ქალაქად თუ სოფლად.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან ცხოვრების პირობებს როგორც ქალაქში,ისე სოფლად.
ჩაატარებენ კვლევას ყველა კუთხით:სად უფრო სუფთა გარემოში უწევს ცხოვრება ადამიანს,სად მიირთმევს
ეკოლოგიურად უფრო სუფთა საკვებს,სად უფრო უკეთესი გარემოა ინტელექტის განვითარებისათვის,ეკონომიურად სად ცხოვრება უფრო ხელსაყრელია,კვლევის შედეგად მიღებულ რაოდენობრივ მონაცემებს გამოსახავენ დიაგრამის სახით.ჩაწერენ ინტერვიუებს უხუცეს ადამიანებთან გააკეთებენ ალბომს,გამოფენას,პრეზენტაციას,ჩაატარებენ დებატებს.კარგი იქნება,თუ ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეები დაუკავშირდებიან ერთმანეთს, კვლევის ჩატარებისა და ინფორმაციის მოძიების შემდეგ გამართავენ დისკუსიას.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:15–18/9–11
ვადები/ხანგრძლივობა:3–4კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები:ინფორმაციის მოძიება,
ჯგუფური მუშაობა,კვლევა,საკითხში ჩაღრმავება ინტერვიუს აღების მეთოდითა და გამოკითხვის ჩატარებით,ჩანახატების შესრულება,ფოტოალბომის შექმნა,
დისკუსიის გამართვა, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა,დებატების გამართვა,პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები(პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას):ფოტოგამოფენა,მოსწავლეთა ნახატების,ჩანახატების,ესეების გამოფენა–კონკურსი,ალბომი,პრეზენტაცია,ბლოგი,შთაბეჭდილებათა წიგნი,კედლის გაზეთი,დიაგრამები,ბლოგი.
სარგებელი სხვებისათვის:მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის,პრობლემის გადაჭრის,თანამშრომლობის,შემოქმედებითი აზროვნებისა და გაგების,წარმოსახვის,კრიტიკული აზროვნების,შრომითი,ძირითადი სამეტყველო(წერა,კითხვა,მოსმენა,საუბარი) უნარები,ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებელი,შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი,გამოუმუშავდებათ წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა,განუვითარდებათ საკუთარი აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი.
სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:გეოგრაფია,ისტორია,ბიოლოგია,მათემატიკა,ხელოვნება,ქართული ენა და ლიტერატურა:პროექტში ჩართვა შეუძლიათ ისტორიის,გეოგრაფიის,ბიოლოგიის,მათემატიკის,ქართულის,ხელოვნების,ხატვის მასწავლებლებს.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:წყალტუბოს რაიონის სოფ.ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლა.
პროექტის ფასილიტატორების სახელი:ელისო ჩხიტუნიძე.
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:echxitunidze@gmail.com.
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http:www.eliso-eliso.blogspot.com.

Комментариев нет:

Отправить комментарий